დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს საპატიმრო ვადა გაეზარდა
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს საპატიმრო ვადა გაეზარდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს პოლ მანაფორტს 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ნიუ-იორკის საოლქო სასამართლომ ფარულ უკანონო ლობირებასა და მოწმეზე ზეწოლაში ცნო დამნაშავედ. შედეგად მას საპატიმრო ვადა გაეზარდა.

საქმე ეხება მანაფოეტის უკრაინაში მუშაობის პერიოდს, როდესაც ის ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიასთან” თანამშრომლობდა. განაჩენის გამოტანისას მანაფორტმა განაცხადა, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის წუხს. მას ასევე ჯარიმის სახით სასამართლომ ექვსი მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

69 წლის პოლმანაფორტს ჯამში პატიმრობაში 7,5 წლის გატარება მოუწევს, საიდანაც სასჯელის ცხრა თვე  უკვე მოხდილი აქვს. მიმდინარე კვირის დასაწყისში სასამართლომ მას ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ფინანსური დარღვევებისთვის.

განაჩენს გამოეხმაურა პრეზიდენტი ტრამპი და მას სამწუხარო უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თავი აარიდა შეკითხვას, შეიწყალებს თუ არა ყოფილ მრჩეველს.