დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მისი ვიზიტი ახლა მიზანშეწონილი არ არის
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მისი ვიზიტი ახლა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ის პრეზიდენტის თანამდებობას არ იკავებს.
„ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან არანაირი კავშირი არ ყოფილა და ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ახლა მისი უკრაინაში ვიზიტი არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რადგან ის არ არის პრეზიდენტი“, – ნათქვამია ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლების განცხადებაში.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ომის 24 საათში დასრულებას შეძლებს.
ცნობისთვის, ზელენსკიმ აქსელ სპრინგერის მფლობელობაში არსებულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაში ვიზიტით დაინტერესდა, თუმცა თარიღი არ დაუსახელებია. ამასთან, როგორც ზელენსკიმ ინტერვიუში აღნიშნა, მზად არის, მოისმინოს ტრამპის გეგმა, რომელიც მას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აქვს.