დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლისას დაშავებული ორი პირის მდგომარეობა კრიტიკული რჩება
დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლისას დაშავებული ორი პირის მდგომარეობა კრიტიკული რჩება

დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლისას დაშავებული ორი პირის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც მედია წერს, დაშავებულების ვინაობა ამ დრომდე არ საჯაროვდება.

დაშავებულები ალეგენის გენერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად, ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.