დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში წარდგენილ კანდიდატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ბრეტ კავანოს ფსიქოლოგიის პროფესორი კრისტინ ბლეიზი ფორდი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
კრისტინ ბლეიზი ფორდი აცხადებს, რომ საიდუმლოს 30 წლის განმავლობაში ვერ ამხელდა.
The Washington Post-ის ინფორმაციით, უცნობი ქალი გამოცემას ჯერ კიდევ ივლისში დაუკავშირდა, თუმცა მაშინ ვინაობის გამხელა არ ისურვა.
კრისტინ ბლეიზი ფორდი ამბობს, რომ ინციდენტი 1982 წელს მოხდა, როდესაც თავად 15, ბრეტ კავანო კი 17 წლის იყო. კავანო ბრალდებებს უარყოფს.
დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ბრეტ კავანოს კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.