ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალტ ტრამპის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გერი კონი თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს, კოენი აღნიშნავს, რომ მისთვის დიდი პატივია, ყოფილიყო თავისი ქვეყნის სამსახურში.
გერი კონი, რომელიც პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნამდე, „გოლდმენ საჩ ბანკის“ პრეზიდენტი იყო, დონალდ ტრამპს გადასახადების რეფორმის განხორციელებასა და განვითარებაში დაეხმარა.
ამის მიუხედავად, როგორც BBC წერს, ვრცელდებოდა ჭორები, რომ კონსა და ტრამპს ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ.