დონალდ ტრამპი - წარსულში სულელურად გავათავისუფლეთ ასობით ტერორისტი, რომლებსაც შემდეგ ბრძოლის ველზე შევხვდით
დონალდ ტრამპი - წარსულში სულელურად გავათავისუფლეთ ასობით ტერორისტი, რომლებსაც შემდეგ ბრძოლის ველზე შევხვდით

კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ამერიკის პრეზიდენტმა, სხვა თემებთან ერთად, ტერორიზმზეც ისაუბრა. ტრამპის თქმით, ტერორისტები არ არიან კრიმინალები, ისინი უკანონო მტრები არიან.

„წარსულში ჩვენ სულელურად გავათავისფლეთ ასობით საშიში ტერორისტი, რომლებსაც შემდეგ ბრძოლის ველზე შევხვდით, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქარ ალ ბაღდადი“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ტრამპმა მოუწოდა კონგრესს, მიიღოს ისეთი კანონპროექტები, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში ვაშინგტონს ყველა საჭირო უფლებას მისცემს.