დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, მექსიკის ახალი ლიდერი მიგრაციული საკითხისა და სასაზღვრო უსაფრთხოების გამოსწორებაში დაგვეხმარება
დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, მექსიკის ახალი ლიდერი მიგრაციული საკითხისა და სასაზღვრო უსაფრთხოების გამოსწორებაში დაგვეხმარება

მექსიკის ახალი პრეზიდენტი შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ორ ქვეყანას შორის არსებულ საზღვარზე არალეგალ მიგრანტთა საკითხის მოგვარებაში დაეხმაროს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოს ახალ პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერმა ანდრეს მანუელ ლოპეს აბრადორთან მიგრაციული საკითხი და მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე არსებული პრობლემები განიხილა.

„ნახევარსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს ძალიან ბევრი თემა განვიხილეთ. ვფიქრობ, მომავალში კარგი ურთიერთობა გვექნება. ასევე მგონია, რომ მექსიკის ახალი ლიდერი მიგრაციული საკითხისა და სასაზღვრო უსაფრთხოების გამოსწორებაში დაგვეხმარება. ჩვენ ძალიან სუსტი მიგრაციული კანონი გვაქვს. მექსიკას კი პირიქით. ასე რომ, მათ დახმარება შეუძლიათ, ვიდრე ჩვენს კანონს არ შევცვლით“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის დროს ლოპეს არბადორმა დონალდ ტრამპს ორ ქვეყანას შორის „ყოვლისმომცველი შეთანხმების“ გაფორმება შესთავაზა. ამის შესახებ მექსიკის ახალმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. აბრადორის თქმით, მის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის წყალობით მექსიკაში სამუშაო ადგილები შეიქმნება. შედეგად კი ჩრდილოეთში მიგრაცია შემცირდება და უსაფრთხოებაც გამყარდება.