დონალდ ტრამპი ვაშინგტონში რესპუბლიკელების ე.წ. ზამთრის სადილზე სიტყვით გამოვიდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში რესპუბლიკელების ე.წ. ზამთრის სადილზე სიტყვით გამოვიდა.
ტრამპმა დემოკრატებს სრულიად უმოქმედოები უწოდა და პასუხად მისი ადმინისტრაციის მიერ გატარებული რეფორმები გაიხსენა. მათ შორის, თეთრი სახლის ლიდერმა ისაუბრა ნავთობისა და გაზის მოპოვების განვითარების პერსპექტივაზე.
მანამდე, იმავე დღეს პარტიამ დაასრულა რესპუბლიკელი კონგრესმენების სამდღიანი შეხვედრა, რომელიც დასავლეთ ვირჯინიის კურორტზე იმართებოდა და რომლის მიზანიც საკანონმდებლო პრიორიტეტების განხილვა იყო ნოემბრის არჩევნების წინ. ეს არჩევნები კი აღქმულია, როგორც რეფერენდუმი იმის გასარკვევად, რამდენად უნარიანია პარტია მთავრობაში და როგორი პრეზიდენტია ტრამპი.