დონალდ ტრამპი ვაშინგტონის სასამართლოში მივიდა
დონალდ ტრამპი ვაშინგტონის სასამართლოში მივიდა

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონის სასამართლოში მივიდა, სადაც მისი უფლებადამცველები ცდილობენ, დაარწმუნონ სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დაცული უნდა იყოს იმ ბრალდებებისგან, რომლის მიხედვითაც, ის უკანონოდ ცდილობდა 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმებას.

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ საქმის განხილვა იქამდე უნდა შეწყდეს, ვიდრე მარტში დაგეგმილი სასამართლო პროცესი შედგება. ამის საფუძვლად კი ადვოკატების ასახლებენ მიზეზს, რომ არ შეიძლება, ყოფილ პრეზიდენტს დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისგება სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვის.

სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი, რომელიც პროკურატურას ზედამხედველობს, ამტკიცებს, რომ ასეთი ყოვლისმომცველი სამართლებრივი დაცვა მომავალ პრეზიდენტებს ლიცენზიას მისცემს, ჩაიდინონ ისეთი დანაშაულები, როგორებიცაა ქრთამის აღება ან FBI-სთვის მითითების მიცემა, ჩაუდონ სამხილები პოლიტიკურ ოპონენტებს.

2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის წაქეზებასთან დაკავშირებით აღძრული საქმე ერთ-ერთია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წარდგენილი სისხლის სამართლის ოთხი საქმიდან.