დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ აშშ-ში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 100 000-ზე დაბალი იქნება
დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ აშშ-ში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 100 000-ზე დაბალი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ზე დაბალი იქნება. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გააკეთა.

„იმედია, მსხვერპლი 100 000 ნაკლები იქნება, რაც საშინელი რიცხვია“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებდა, რომ თუ ამერიკა 100-დან 200 ათასამდე მსხვერპლს შეინარჩუნებდა, ეს ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ 19“-ით 62 406 ადამიანი დაიღუპა.