დონალდ ტრამპი - ვაცხადებ, რომ ვაწესებთ ყველაზე ფართო სანქციებს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმზე
დღეს ვაცხადებ, რომ ჩვენ ვაწესებთ ყველაზე ფართო სანქციებს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმზე, – ამ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აკეთებს.
მისი თქმით, სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქციების ამოქმედებით, ჩრდილოეთ კორეას შეუწყდება შემოსავლის წყარო და ნავთობი, რომელსაც ის ბირთვული პროგრამის დაფინანსებისთვის და სამხედროების უზრუნველყოფისთვის იყენებს.
ასევე შეზღუდვების სამიზნე 50-ზე მეტი ხომალდი, გადამზიდი კომპანია და ვაჭრობის სფეროში მოქმედი კომპანიები გახდება, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას სანქციებისთვის თავის არიდებაში დახმარებას უწევენ.