დონალდ ტრამპი უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები შეისწავლოს
დონალდ ტრამპი უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები შეისწავლოს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები შეისწავლოს.

ტრამპი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ ბრალის წაყენება არჩევნებში ჩარევას ნიშნავს.

„რესურსები, რომლებიც უნდა დახარჯულიყო საარჩევნო მიტინგებზე, ახლა დაიხარჯება მემარცხენეებთან ბრძოლაზე სხვადასხვა სასამართლოში. საარჩევნო გამოკითხვებით მე ვლიდერობ, მათ შორის, ვჯობნი ჯო ბაიდენს, მაგრამ თამაში არათანასწორ პირობებში მიმდინარეობს. ეს არის არჩევნებში ჩარევა და უზენაესი სასამართლო უნდა ჩაერიოს ამ სიტუაციაში“, – დაწერა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 1-ელ აგვისტოს დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობისთვის ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს. თავად ტრამპი დანაშაულს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.