დონალდ ტრამპი Twitter-ზე გაზიარებული ვიდეოების გამო ტერეზა მეიმ გააკრიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი Twitter-ზე გამოქვეყნებული ვიდეოების გამო სკანდალში გაეხვა.
დონალდ ტრამპმა ბრიტანელი რადიკალი მემარჯვენე აქტივისტის ანტიმუსლიმური ვიდეოები გააზიარა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის კრიტიკაც დაიმსახურა.
ამის პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ მეიმ ჯობს მეტი ყურადღება საკუთარ ქვეყანაში ტერორიზმს დაუთმოს.
ვიდეოები, რომლებიც ტრამპმა სოციალურ ქსელში გააზიარა, ბრიტანულ რადიკალ-მემარჯვენე პარტიას ეკუთვნის, რომლებსაც ბოლო თვეში მუსლიმი ქალის შევიწროებაში დასდეს ბრალი.
თავის განცხადებაში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი შინაარსის ვიდეოების გავრცელება დანაშაული იყო. თუმცა თეთრი სახლი ტრამპს ამართლებს და მის ქმედებას იმიგრაციის საკითხზე თემის გახსნის გზად აფასებს.