დონალდ ტრამპი - თუ ირანი გააგრძელებს ბირთვულ პროგრამას, შეექმნება ყველაზე დიდი პრობლემები, რაც აქამდე ჰქონია
თუ ირანი გააგრძელებს ბირთვულ პროგრამას, შეექმნება ყველაზე დიდი პრობლემები, რაც აქამდე ჰქონია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ირანის რეჟიმი აგრძელებს ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას. მისი თქმით, წლების განმავლობაში ირანის რეჟიმი ბომბავდა აშშ-ის საელჩოებს.
„არცერთი რეჟიმი არ არის უფრო საშიში ბირთვული იარაღის შექმნის გზაზე. ბირთვულმა შეთანხმებამ საშუალება მისცა ირანს, გაეგრძელებინა ბირთვული აქტივობა. დესტრუქციულად მოქმედებს სირიაში, იემენსა და სხვა ადგილებში.
ჩვენ დღეს გვაქვს მტკიცებულება, რომ ირანის რეჟიმი იტყუება და აგრძელებს ბირთვული იარაღის შექმნას. შეთანხმებამ არ მოიტანა მშვიდობა და არც მოიტანს მომავალში. სანქციების მოხსნის შემდეგ, ირანმა შექმნა ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც იყენებს ახლო აღმოსავლეთში.
ირანი აგრძელებს ტერორიზმის მხარდაჭერას. გასულ წელს განვაცხადე, რომ შეთანხმება უნდა გადახედილიყო ან გაუქმებულიყო. ბოლო თვეების განმავლობაში მოკავშირეებთან ჩართული ვიყავით მოლაპარაკებებში. ჩვენ ერთიანი ვართ საფრთხის მიმართ. კონსულტაციების შემდეგ ცხადი გახდა, რომ შეუძლებელია ირანის ბირთვული ამბიციების შეზღუდვა. ირანის ტერორიზმის დაფინანსების კუთხით პირველი სახელმწიფო.
აშშ-ი გადის ირანის ბირთვული შეთანხმებიდან. ირანის რეჟიმს დაუწესდება ეკონომიკური სანქციები. აშშ-ი არ იქნება შეთანხმების მძევალი.
თუ ირანი გააგრძელებს ბირთვულ პროგრამას, მას შეექმნება ყველაზე დიდი პრობლემები რაც კი აქამდე ჰქონია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გადის.