დონალდ ტრამპი - თუ ჩრდილო კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ იმუშავებს, მეორე ფაზაზე უნდა გადავიდეთ
თუ ჩრდილო კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ იმუშავებს, მეორე ფაზაზე უნდა გადავიდეთ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.
„არ ვფიქრობ, რომ ზუსტად გავათამაშებ ამ კარტს, მაგრამ მეორე ფაზა იქნება ძალიან უხეში, რაც შეიძლება მთელი მსოფლიოსთვის ძალიან სამწუხარო გამოდგეს“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-მა ჩრდილო კორეას სანქციების ახალი, გაფართოებული პაკეტი დაუწესა.