დონალდ ტრამპი - თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რომელიმე წევრი გადასახადს არ იხდის, ალიანსი უნდა დატოვოს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რომელიმე წევრი გადასახადს არ იხდის, მან ალიანსი უნდა დატოვოს. ტრამპმა ეს განცხადება ფლორიდაში, საკუთარ მომხრეებთან სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
„მე ალიანსის წევრ ქვეყნებს ვუთხარი, თქვენ უნდა გადაიხადოთ თანხა. თუ ამას არ გააკეთებთ, ალიანსში აღარ იქნებით. ამის შემდეგ პრესაში გამაკრიტიკეს. თქვეს, რომ დონალდ ტრამპი უხეშად ექცევა მოკავშირეებს, მაგრამ თუ არ გადაიხდიან საკმარის თანხას, გამოდის რომ ისინიც უხეშად გვექცევიან“, – განაცხადა ტრამპმა.