დონალდ ტრამპი – ტერმინ „რეჟიმის შეცვლის“ გამოყენება არ არის პოლიტკორექტული, მაგრამ თუ ირანის რეჟიმს არ შეუძლია ირანის ხელახლა დიდებულად ქცევა, რატომ არ უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა?

01:39, 23.06.2025

ირანის ამჟამინდელ რეჟიმს თუ არ შეუძლია ირანის ხელახლა დიდებულად ქცევა, რატომ არ უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა? – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ტერმინ „რეჟიმის შეცვლის“ გამოყენება არაპოლიტკორექტულია, მაგრამ თუ ირანის ამჟამინდელ რეჟიმს არ შეუძლია ირანის ხელახლა დიდებულად ქცევა, რატომ არ უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა???“ – წერს ტრამპი.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმები ირანის ბირთვული შესაძლებლობების „დაქვეითებისა“ და „განადგურების“ მიზანს ემსახურებოდა და არა – რეჟიმის შეცვლას.

მსგავსი