დონალდ ტრამპი სოციალურ მედიაში დაბრუნებას საკუთარი პლატფორმით გეგმავს
დონალდ ტრამპი სოციალურ მედიაში დაბრუნებას საკუთარი პლატფორმით გეგმავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ მედიაში დაბრუნებას საკუთარი პლატფორმით გეგმავს. ამის შესახებ ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის სპიკერმა თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ახალ მედია პლატფორმას ორ ან სამ თვეში აამუშავებს, რომელიც „თამაშს მთლიანად განსაზღვრავს“.

დონალდ ტრამპს „ტვიტერზე”, „ფეისბუქზე“ და სხვა სოციალურ ქსელებზე წვდომა 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის შემდეგ შეუზღუდეს. სოციალურმა ქსელებმა მაშინ ტრამპს კონგრესზე შტურმის წახალისებაში დასდეს ბრალი.