დონალდ ტრამპი შობის დღესასწაულს ფლორიდაში, აგარაკზე შეხვდა
დონალდ ტრამპი შობის დღესასწაულს ფლორიდაში, აგარაკზე შეხვდა

დონალდ და მელანია ტრამპები შობის დღესასწაულს ფლორიდაში, აშშ-ის პრეზიდენტის აგარაკზე შეხვდნენ.

ისინი საშობაო მსახურებას პალმბიჩზე მდებარე საოჯახო ეკლესიაში დაესწრნენ. დონალდ ტრამპმა შობა აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტელეხიდის საშუალებით მიულოცა. სამხედროებთან საუბრის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ პირველ ლედის საშობაოდ „ლამაზ მისალოც ბარათს“ აჩუქებს.

ტრამპმა ასევე ისაუბრა ჩრდილოეთ კორეის საკითხზე. როგორც ცნობილია, ფხენიანში განაცხადეს, რომ ვაშინგტონს „საშობაო საჩუქარს“ უმზადებენ. ტრამპის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ფხენიანისგან საშობაოდ „ბალისტიკური რაკეტების ნაცვლად, ლამაზ ვაზას მიიღებს საჩუქრად“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეხიდის დროს ოპონენტების შესახებაც გააკეთა განცხადება. ტრამპის თქმით, მისი „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა პოლიტიკური მტრების დამარცხება იქნება“.