დონალდ ტრამპი - საქართველოში შეჭრით რუსეთმა მოახდინა დემონსტრირება, რომ მზადაა რეგიონის სახელმწიფოების სუვერენიტეტი დაარღვიოს
დონალდ ტრამპი - საქართველოში შეჭრით რუსეთმა მოახდინა დემონსტრირება, რომ მზადაა რეგიონის სახელმწიფოების სუვერენიტეტი დაარღვიოს

საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა მოახდინა დემონსტრირება, რომ ის მზადაა რეგიონის სახელმწიფოების სუვერენიტეტი დაარღვიოს,- ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში.

68 გვერდიანი დოკუმენტის შინაარსი მოქალაქეებს თავად დონალდ ტრამპმა გააცნო.

„საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა მოახდინა დემონსტრირება, რომ ის მზადაა რეგიონის სახელმწიფოების სუვერენიტეტი დაარღვიოს. რუსეთი აგრძელებს მეზობელი ქვეყნების დაშინებას მუქარის შემცველი ნაბიჯებით, მათ შორის ბირთვული პოტენციალის გაძლიერებით და შეტევითი შესაძლებლობების მქონე შეიარაღების განთავსებით“,- აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებულ სტრატეგიაში რუსეთი აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ მეტოქედ არის მოხსენიებული.