დონალდ ტრამპი Samsung-ს FBI-ის ორი თანამშრომლის ტექსტური შეტყობინებების დაკარგვაში ადანაშაულებს
დონალდ ტრამპი Samsung-ს FBI-ის ორი თანამშრომლის ტექსტური შეტყობინებების დაკარგვაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კომპანია Samsung-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ორი თანამშრომლის მიმოწერის დაკარგვაში ადანაშაულებს. საუბარია აგენტების, პიტერ სტრჟოკისა და ლიზა პეიჯის 50 ათასზე მეტ შეტყობინებაზე.

განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა.

„სად არის FBI-ს წყვილის, პიტერ სტრჟოკისა და ლიზა პეიჯის მნიშვნელოვანი 50 000 ტექსტური შეტყობინება? Samsung-ს ვადანაშაულებ!“, – წერს ამერიკის პრეზიდენტი.

ამერიკის პრეზიდენტამდე შეტყობინებების გაქრობის შესახებ განცხადება ჯეფ სეშენსმა გააკეთა. მისი ინფორმაციით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ვერ მოახერხა კონგრესისთვის ეს მიმოწერა წარედგინა. საუბარია ხუთი თვის განმავლობაში გაგზავნილ შეტყობინებებზე.