დონალდ ტრამპი - რუსეთთან სტრატეგიული შეიარაღების კონტროლზე შეთანხმებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს
რუსეთთან სტრატეგიული შეიარაღების კონტროლზე შეთანხმებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ტრამპმა ანჯეი დუდას თეთრ სახლში უმასპინძლა.
დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ აშშ-ის გეგმების მიუხედავად, რომელიც პოლონეთში ამერიკული ძალების დამატებით გადასროლას გულისხმობს, რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებს.
რაც შეეხება ძალების გადასროლას, ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს რუსეთისთვის „ძლიერი სიგნალი“ იქნება.