დონალდ ტრამპი - რუსეთისგან ევროპის დასაცავად აშშ მილიარდებს ხარჯავს, ევროპა კი ნავთობსა და გაზში რუსეთს მილიარდობით დოლარს უხდის
რუსეთისგან ევროპის დასაცავად აშშ მილიარდებს ხარჯავს, ევროპა კი ნავთობსა და გაზში რუსეთს მილიარდობით დოლარს უხდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა მონტანაში გამართულ აქციაზე განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ „სულელივით“ ყველაფრისთვის იხდის მაშინ, როდესაც ევროპის მდიდარი ქვეყნები თავიანთი თავდაცვისთვის საკმარის თანხას არ ხარჯავენ.
„ჩვენ თქვენ გიცავთ და ეს უფრო მეტს ნიშნავს თქვენთვის, რადგან არ ვიცი, რა სახის დაცვას ვიღებთ თქვენი დაცვით“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკას გერმანიის თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბერლინი ნატო-ს უსაფრთხოებისთვის საკმარის კონტრიბუციას ახდენს და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტს დახარჯავს.