დონალდ ტრამპი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უცვლელია
დონალდ ტრამპი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უცვლელია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უცვლელი იქნება.

ეს განცხადება ტრამპმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს გააკეთა.

გარდა ამისა, ტრამპის თქმით, იტალიის პრემიერ-მინისტრთან მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხიც განიხილა.

„ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ევროკავშირთან 9-11 პორტის მშენებლობის შესახებ, რათა ჩვენმა ხომალდებმა თხევადი ბუნებრივი აირი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს მიაწოდონ“, – განაცხადა ტრამპმა.