დონალდ ტრამპი რუსეთის უკრაინაში შეჭრაში ჯო ბაიდენს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას ამის შეჩერება შეეძლო
დონალდ ტრამპი რუსეთის უკრაინაში შეჭრაში ჯო ბაიდენს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას ამის შეჩერება შეეძლო

დონალდ ტრამპმა რუსეთის უკრაინაში შეჭრაში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ილონ მასკთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენი პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო, რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.

„პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ის პატივს მცემდა“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ პუტინთან ხშირად საუბრობდა უკრაინაზე.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პუტინთან მის „ძლიერ“ ურთიერთობას შეეძლო კონფლიქტის თავიდან აცილება.

„მე პუტინს ვუთხარი, ნუ გააკეთებ ამას, თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება. ვლადიმერ პუტინმა კი მითხრა – არავითარ შემთხვევაში. რუსეთმა ჩვენთან ერთად დაამარცხა გერმანია და მათ დაამარცხეს ნაპოლეონი. როგორც იცით, ისინი დიდი ხანია, არსებობენ. რუსეთი დიდი საბრძოლო ძალაა და ეს უსამართლობაა. ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ me შემეძლო ამის შეჩერება“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინის დახმარებაზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ხარჯები შეერთებული შტატებისას უნდა შეესაბამებოდეს.

„რატომ არ აპირებენ გათანაბრებას? რატომ არ იხდიან იმდენს, რამდენსაც ჩვენ ვიხდით? რატომ იხდის ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის დასაცავად არაპროპორციულად მეტს, ვიდრე ევროპა? ამას აზრი არ აქვს. ეს უსამართლობაა და აუცილებელია ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.