დონალდ ტრამპი რონ დესანტისს არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ულოცავს - იმედი მაქვს, ის მიიღებს მარქსისტების, კომუნისტების, გიჟი მემარცხენე რადიკალებისგან თავდასხმების სრულ გამოცდილებას
დონალდ ტრამპი რონ დესანტისს არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ულოცავს - იმედი მაქვს, ის მიიღებს მარქსისტების, კომუნისტების, გიჟი მემარცხენე რადიკალებისგან თავდასხმების სრულ გამოცდილებას

აშშ-ის ყოფილი პეზიდენტი, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისის განცხადებას ეხმაურება და მას ამ გადაწყვეტილებას ულოცავს.

„იმედი მაქვს, რომ ის მიიღებს თავდასხმების სრულ გამოცდილებას მარქსისტებისგან, კომუნისტების, ჩვენი ქვეყნის გიჟი მემარცხენე რადიკალებისგან, რომლის გარეშეც მას ვერასოდეს ექნება წარმოდგენა იმ სამუშაოზე, რომელსაც აკეთებს. ეს კრიმინალური ქცევის და შეუფერებელი ადამიანები უფრო უარესები არიან, ვიდრე მტრული უცხო ქვეყნების ლიდერები. ისინი დამაჯერებლად უნდა დამარცხდნენ, რომ ამერიკა ისევ დიდებული გახდეს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში „თრუს სოშიალი“.