დონალდ ტრამპი პიტ ჰეგსეტის მიერ სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება - რატომ არის ეს ასეთი აღსანიშნავი? სასიამოვნო არ არის, რომ ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის შესახვედრად?
დონალდ ტრამპი პიტ ჰეგსეტის მიერ სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება - რატომ არის ეს ასეთი აღსანიშნავი? სასიამოვნო არ არის, რომ ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის შესახვედრად?

რატომ არის ეს ასეთი აღსანიშნავი? განა სასიამოვნო არ არის, რომ ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის შესახვედრად?, – ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა მომავალ კვირას ვირჯინიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მოითხოვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავადაც დაესწრება შეხვედრას, თუ ამას სთხოვენ.

„თქვენ ისე იქცევით, თითქოს ეს ცუდი რამ არის, განა სასიამოვნო არ არის, რომ ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის შესახვედრად?“, – აღნიშნა ტრამპმა.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და აღნიშნა, რომ ეს სულაც არ არის უჩვეულო.

„სინამდვილეში, ეს საერთოდ არ არის უჩვეულო და ვფიქრობ, უცნაურია, რომ თქვენ ამისგან ასეთ დიდ ამბავს ქმნით“, – განაცხადა ვენსმა.

შეგახსენებთ, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა მომავალ კვირას ვირჯინიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მოითხოვა. არსებული ინფორმაციით, შეკრების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.