დონალდ ტრამპი - პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ აშშ-ის ეკონომიკის ზრდას ზღუდავდა
პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ აშშ-ის ეკონომიკის ზრდას ზღუდავდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, კონსერვატორების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის განმარტებით, შეთანხმება ფაქტიურად მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების ინტერესებს ემსახურებოდა.
„ჩვენ ბევრი ბუნებრივი აირი და ნავთობი გვაქვს, მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის ენერგორესურსებს ვფლობთ, თუმცა არ შეგვეძლო მათი მოხმარება და კონკურენციის გაწევა. ასე აღარ იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლილების შესახებ ხელი 190-ზე მეტმა ქვეყანამ, 2015 წლის დეკემბერში მოაწერა ხელი. აშშ-ი მას ოფიციალურად 2017 წლის ივნისში გამოეთიშა.