დონალდ ტრამპი - ნატო ძალიან კმაყოფილია დონალდ ტრამპით და იმით, რაც მე გავაკეთე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი დამსახურებით ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ახლა საკუთარი უსაფრთხოებისთვის გაცილებით მეტ თანხას იხდიან, ალიანსი კი მილიარდებით დოლარს იღებს.
ეს განცხადება დონალდ ტრამპმა აზიური ტურნეს შეჯამების დროს გააკეთა. ამერიკის პრეზიდენტმა ევროპული ტურნეც გაიხსენა, კონკრეტულად კი ბრიუსელში ვიზიტი.
„ბრიუსელში მე მოვუწოდე ჩვენს მოკავშირეებს, რომ უფრო მეტი რამ გააკეთონ ალიანსისთვის. ამ ინციატივის დამსახურეით ნატო ახლა მილიარდობით დოლარს იღებს. დამიჯერეთ, ნატო ძალიან კმაყოფილია დონალდ ტრამპით და იმით, რაც მე გავაკეთე”,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.