დონალდ ტრამპი - მთელი მსოფლიო ჩვენ წინააღმდეგ დგება, ჩვენი მოკავშირეები სუსტდებიან
დონალდ ტრამპი - მთელი მსოფლიო ჩვენ წინააღმდეგ დგება, ჩვენი მოკავშირეები სუსტდებიან

მთელი მსოფლიო ჩვენ წინააღმდეგ დგება, ჩვენი მოკავშირეები სუსტდებიან, შეხედეთ, რა ხდება ჩინეთთან და ტაივანთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ყველა, ვინც აშშ-ის წინააღმდეგია, პარტნიორობას აყალიბებს.

„მთელი მსოფლიო ჩვენ წინააღმდეგ დგება, ჩვენი მოკავშირეები სუსტდებიან. შეხედეთ, რა ხდება ჩინეთთან და ტაივანთან დაკავშირებით. ეს დიდი საქმეა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამავე ინტერვიუში დონალდ ტრამპმა რუსეთსა და ჩინეთზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვს და პეკინს დაახლოებისკენ ბარაქ ობამამ და ჯო ბაიდენმა აიძულეს, მაშინ როდესაც თავად, პრეზიდენტად ყოფნის დროს, საპირისპიროდ მოქმედებდა.

დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის ომმა რუსეთი და ჩინეთი დააახლოვა, ამასთანავე, ასპარეზზე გამოიყვანა ირანი და ჩრდილოეთ კორეაც.