დონალდ ტრამპი - მკვლელობის მცდელობამდე რაიმე პრობლემის შესახებ არანაირი გაფრთხილება არ მიმიღია
დონალდ ტრამპი - მკვლელობის მცდელობამდე რაიმე პრობლემის შესახებ არანაირი გაფრთხილება არ მიმიღია

მკვლელობის მცდელობამდე რაიმე სახის პრობლემის შესახებ არანაირი გაფრთხილება არ მიმიღია, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„არავის უხსენებია, არავის უთქვამს, რომ რაიმე პრობლემა იყო. მე დაველოდებოდი 15 წუთი. მათ შეეძლოთ ეთქვათ, მოდი, დაველოდოთ 15 წუთი, 20 წუთი, 5 წუთი. ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო. როგორ ავიდა ვიღაც სახურავზე? და რატომ არ შემატყობინეს ეს? ხალხმა დაინახა შეიარაღებული პირი, რომელიც სახურავზე იყო. ვიდრე სცენაზე ავიდოდი, ჩემი მხარდამჭერები ყვიროდნენ, წითლებში ჩაცმული ქალი ყვიროდა, სახურავზე არის მამაკაცი, რომელსაც იარაღი აქვსო“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ხვალ, 22 ივლისს მოსმენა გაიმართება. ზედამხედველობის კომიტეტში საიდუმლო სამსახურის დირექტორი კიმბერლი ჩიტლი უპასუხებს კითხვებს.

შეგახსენებთ, 13 ივლისს ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ტრამპი დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დონალდ ტრამპმა ჭრილობა ყურის არეში მიიღო.