დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს სიმშვიდისა და სამართალდამცველების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს სიმშვიდისა და სამართალდამცველების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჩვენი კაპიტოლიუმის პოლიციას და სამართალდამცველებს. ისინი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის მხარეს არიან. დარჩით მშვიდობიანები”, – წერს დონალდ ტრამპი.
ტრამპი ასევე წერს – „აშშ-ის კაპიტოლიუმში მყოფ ყველა პირს ვთხოვ, შეინარჩუნონ სიმშვიდე. არანაირი ძალადობა! გახსოვსეთ, ჩვენ ვართ კანონისა და წესრიგის პარტია. პატივი ეცით კანონს და ჩვენს დიდებულ ლურჯფორმიან კაცებსა და ქალებს. მადლობა”.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სხდომაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.