აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო რბოლიდან მაკლ ბლუმბერგის გასვლას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
როგორც ტრამპი წერს, ეს მაიკლ ბლუმბერგის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი და უხერხული გამოცდილება იყო.
აშშ-ის ლიდერი აღნიშნავს, რომ ნიუ იორკის ყოფილ გუბერნატორს მილიარდი დოლარის დაზოგვა შეეძლო.
„მინი მაიკ ბლუმბერგმა ახლახან შეწყვიტა საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობა. შემეძლო მისთვის დიდი ხნის წინ მეთქვა, რომ მას ეს არ გამოუვიდოდა და ის თავისთვის ერთ მილიარდ დოლარს დაზოგავდა, ეს რეალური ღირებულებაა. ახლა ის ფულს ჩადებს მძინარა ჯოს (აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი) კამპანიაში იმ იმედით, რომ სახეს შეინარჩუნებს. ეს არ იმუშავებს!“ – წერს დონალდ ტრამპი.
მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა საარჩევნო კამპანიის შეწყვეტის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც 14 შტატში ჩატარებულ პრაიმერში წარმატებული შედეგები ვერ მიიღო. მაიკლ ბლუმბერგმა არჩევნებში ჯო ბაიდენის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა.