დონალდ ტრამპი მექსიკასთან კედლის აშენების აუცილებლობაზე ისევ საუბრობს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკასთან კედლის აშენების აუცილებლობაზე კვლავ საუბრობს.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება უკიდურესად საშიშ სამხრეთის საზღვარზე. უნდა ავაშენოთ დიდი კედელი, იმისთვის, რომ შევაჩეროთ ნარკოტიკების მასობრივი შემოდინება ჩვენს ქვეყანაში“, – წერს ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერში“.
მექსიკასთან კედლის აშენება დონალდ ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ტრამპი აცხადებს, რომ საფასური მექსიკამ უნდა გადაიხადოს. ლათინური ამერიკის ქვეყნები კედლის აშენების დაფინანსებაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.