აშშ-ის პრეზიდენტი სინგაპურში ჩავიდა. დონლად ტრამპის თვითმფრინავი აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა. , აშშ-ის პრეზიდენტი 12 ივნისს კიმ ჩენ ინს შეხვდება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სინგაპურში რამდნიმე საათის წინ ჩავიდა. ის უკვე შეხვდა სინგაპურის პრემიერ- მინისტრს.
წინასწარი ცნობით, უკვე შეთანხმებულია დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.
ჩრდილოეთ კორეის დელეგაციაში შედის კიმ ჩენ ინის უმცროსი დაც. ის სინგაპურის პრემიერთან გამართულ შეხვედრაზეც იმყოფებოდა.
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს სასტუმრო Capella-ში, 12 ივნისს შეხვდებიან. მოლაპარაკებების მთავარი თემა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება იქნება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა წინასწარ განაცხადა, ის სამიტზე „სამშვიდობო მისიით მიემგზავრება“.