აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი Twitter-ის მიკრობლოგში აცხადებს.
აშშ-ის პრეზიდენტი კიმ ჩენ ინის მიმართვას ციტირებს და აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა არ აპირებს, აწარმოოს ან გამოცადოს ბირთვულ იარაღი. დონალდ ტრამპის აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ინი მზად არის, მას ნებისმიერ დროს შეხვდეს.
თავის მხრივ, ტრამპი შეხვედრას ელოდება და აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის შესანიშნავ ეკონომიკურ პოტენციალს კარგად აცნობიერებს.