დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შესაძლო ადგილად ორი კორეის საზღვარზე, „მშვიდობის სახლს“ განიხილავს
დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შესაძლო ადგილად ორი კორეის სასაზღვრო დემილიტარიზებულ ზონას განიხილავს.
„შეხვედრის ადგილებად რამდენიმე ქვეყანა სახელდება. თუმცა, ჩრდილო და სამხრეთ კორეის საზღვარზე მდებარე „მშვიდობის სახლი“ უფრო წარმომადგენლობითი, უფრო მნიშვნელოვანი და დიდხანს დასამახსოვრებელი ადგილი არ გახდება?“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.
„მშვიდობის სახლში“ ჩრდილო და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა გაიმართა. კიმ ჩენ ინი ჩრდილო კორეის პირველი მმართველი გახდა, რომელმაც სამხრეთ კორეის პასუხისმგებლობის ზონაში სამხედრო-სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა. შეხვედრაზე კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.