დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს მადლობას უხდის, რომ სამხედრო აღლუმზე ბირთვული რაკეტები არ გამოიტანა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს მადლობას უხდის, რომ სამხედრო აღლუმზე ბირთვული რაკეტები არ გამოიტანა.
„მადლობა თავმჯდომარე კიმ. ჩვენ ერთად დავამტკიცებთ, რომ ყველა ცდება. არ არსებობს ორ ხალხს შორის დიალოგზე უკეთესი რამ. ვითარება იმაზე უკეთესია, ვიდრე ჩემ პრეზიდენტობამდე იყო“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.
აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სამხედრო აღლუმის ბირთვული რაკეტების გარეშე ჩატარება ბირთვული განიარაღების ვალდებულებას ნიშნავს და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ძალიან პოზიტიური განაცხადია.
ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო აღლუმი დაარსების 70 წლისთავის აღსანიშნად გამართა.