დონალდ ტრამპი - ხელი მოვაწერე კანონს, რომლითაც მედიკამენტების ფასები მცირდება
დონალდ ტრამპი - ხელი მოვაწერე კანონს, რომლითაც მედიკამენტების ფასები მცირდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ გამოეხმაურა მის მიერ მიღებულ ახალ კანონპროექტს, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში მედიკამენტების ფასები საგრძნობლად შემცირდება.

„გუშინ ხელი მოვაწერე ზომებს, რომლებიც პრეპარატების ფასებს ხშირ შემთხვევაში 50%-ზე მეტით შეამცირებს. აქამდე მსგავსი რამ ვერ ხერხდებოდა, რადგან „ბიგ ფარმა“, მისი უზარმაზარი გავლენის მეშვეობით, ამას არ უშვებდა. ძვირად ღირებული ინსულინის მაღალი ფასი ახლა ძალიან დაბალია. ეპი-პენების გაბერილი ფასი  უაღრესად შემცირდა. ასეთი რამ ჩვენს მოქალაქეებს ჯერ არ უნახავთ, განსაკუთრებით კი, ხანდაზმულებს. დაიმახსოვრეთ თქვენი საყვარელი პრეზიდენტი“, – წერს ტრამპი „ტვიტერზე“.