დონალდ ტრამპი - კარგად ვიცნობ სი ძინპინს და ვლადიმერ პუტინს, ისინი ახლა ერთიანდებიან და ერთად მუშაობენ გეგმებზე, რათა ზიანი მოიტანონ
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები – სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი „ზიანის გამოწვევას“ გეგმავენ.
„კარგად ვიცნობ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ახლა ისინი ერთად მუშაობენ გეგმებზე, სადაც გაერთიანდებიან, რათა ზიანი მოიტანონ. ეს არის ის, რაზეც ისინი ფიქრობენ“, – განაცხადა ტრამპმა ნიუ იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც „ბიბისი“ წერს, ამერიკის პრეზიდენტობის პერიოდში დონალდ ტრამპს სი ძინპინთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 2017 წელს მან ჩინეთის ლიდერს უმასპინძლა და ისაუბრა მათ „არაჩვეულებრივ ურთიერთობაზე“, თუმცა მომდევნო წლებში ტრამპმა სი ძინპინს „მტერი“ უწოდა.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში იმყოფება, სადაც ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, სი ძინპინს.