დონალდ ტრამპი - ისიამოვნეთ სადილით, განიტვირთეთ, რადგან პროდუქტების საკმარისი რაოდენობა გვაქვს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოსახლეობას პროდუქტების მომარაგება არ სჭირდება, რადგან ის საკმარისი რაოდენობით არის.
“ისიამოვნეთ სადილით, განიტვირთეთ, რადგან პროდუქტების საკმარისი რაოდენობა გვაქვს”,-განაცხადა ტრამპმა სუპერმაკეტების ქსელების აღმასრულებელ დირექტორებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
ბოლო რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ში მოსახლეობა კოვიდ 19-ის გავრცელების გამო განსაკუთრეებით დიდი რაოდენობით ყიდულობს პროდუქტებს.