დონალდ ტრამპი - ირანთან ბირთვული შეთანხმება მალე გაფორმდება
დონალდ ტრამპი - ირანთან ბირთვული შეთანხმება მალე გაფორმდება

ირანთან ბირთვული შეთანხმება მალე გაფორმდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელთან მუდმივ კონტაქტზეა და ფიქრობს, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმება მალე გაფორმდება.

„ისრაელი ძალიან კარგად მუშაობს, როგორც ალბათ შენიშნეთ. ირანს 60 დღე მივეცი, მათ თქვეს „არა“ და 61-ე დღეს ნახეთ, რა მოხდა. ვფიქრობ, ირანი სისულელეს ჩაიდენს, თუ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს“, – განაცხადა ტრამპმა.