დონალდ ტრამპი - ირანს უნდა მოეწერა ხელი შეთანხმებაზე, რომელზეც ვუთხარი, ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ყველამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თეირანი
ყველამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თეირანი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის თქმით, ირანს უნდა მოეწერა ხელი შეთანხმებისთვის.
„ირანს უნდა მოეწერა ხელი იმ შეთანხმებაზე, რომელზეც მე ვუთხარი. რა სირცხვილი და ადამიანების სიცოცხლის ფლანგვაა. მარტივად რომ ვთქვათ, ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს არაერთხელ მითქვამს! ყველამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თეირანი!“ – წერს დონალდ ტრამპი.