დონალდ ტრამპი ირანის მოსახლეობას - შესაფერის დროს თქვენ ნახავთ აშშ-ის უდიდეს მხარდაჭერას
დონალდ ტრამპი ირანის მოსახლეობას - შესაფერის დროს თქვენ ნახავთ აშშ-ის უდიდეს მხარდაჭერას

შესაფერის დროს თქვენ ნახავთ შეერთებული შტატების უდიდეს მხარდაჭერას, – ეს ამერიკის პრეზიდენტის განცხადებაა. დონალდ ტრამპი ირანის მოსახლეობას დახმარებას ჰპირდება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი წერს, რომ პატივს სცემს ირანის მოქალაქეებს, რომლებიც კორუმპირებულ მთავრობას ებრძვიან.

ირანში ანტისამთავრობო აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. მიზეზი პროდუქტებზე გაზრდილი ფასი იყო. თავდაპირველად, საპროტესტო აქციები მშვიდობიანი იყო, მოგვიანებით კი დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, მათ შორის არიან სამართალდამცველები.