დონალდ ტრამპი - ირანელები დღეს უფრო ღირსეულად იქცევიან, ვიდრე წარსულში
დონალდ ტრამპი - ირანელები დღეს უფრო ღირსეულად იქცევიან, ვიდრე წარსულში

ირანელები ახლა უფრო ღირსეულად იქცევიან, ვიდრე წარსულში, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიუსელში საგანგებო პრესკონფერენციაზე ირანელი ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რა გეგმა აქვს ტრამპის ადმინისტრაციას ირანთან დაძაბულობისა და ესკალაციის შესაჩერებლად.

„დღეს ირანს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ეკონომიკური ნგრევის წინაშე დგანან. მათ ბევრი სატკივარი აქვთ. თუ მეტყვიან, გავაფორმოთ ახალი ხელშეკრულება, წინააღმდეგი არ ვიქნები, ასეც მოვიქცევი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.