დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის საკითხზე კონგრესში დაგეგმილ მოსმენაზე მიიწვიეს
დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის საკითხზე კონგრესში დაგეგმილ მოსმენაზე მიიწვიეს

დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ იმპიჩმენტთან დაკავშირებით 4 დეკემბერს, კონგრესში დაგეგმილ მოსმენაზე მიიწვიეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ საუბარია წარმომადგენელთა პალატის სასამართლო კომიტეტის ხელმძღვანელის წერილში, რომელიც თეთრი სახლის ლიდერს გაუგზავნა.

მანამდე დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ იმპიჩმენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოსმენას დაესწრება. წერილში კი წარმომადგენელთა პალატის სასამართლო კომიტეტის ხელმძღვანელი ჯეროლდ ნადლერი სწორედ ამას სთავაზობს.

„თუ გსურთ მოსმენაში მონაწილეობა მიიღოთ, კი ბატონო. თქვენი სურვილის შესახებ კომიტეტს რაც შეიძლება სწრაფად შეატყობინეთ. ჩვენ ამ მოსმენაზე გეპატიჟებით, თუმცა ამის მიუხედავად შეგახსენებთ, რომ თუ შესაბამისი დოკუმენტების წარდგენაზე კვლავ უარს განაცხადებთ, ხელმძღვანელს შესაბამისი ზომების მიღება შეუძლია“,- აღნიშნულია ჯეროლდ ნადლერის წერილში.