დონალდ ტრამპი გამოდის ინიციატივით, მან და ჯო ბაიდენმა ნარკოტესტი ჩაიტარონ
დონალდ ტრამპი გამოდის ინიციატივით, მან და ჯო ბაიდენმა ნარკოტესტი ჩაიტარონ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოდის ინიციატივით, რომ მომავალ თვეში დაგეგმილი პრეზიდენტობის კანდიდატების დებატების წინ, მან და ჯო ბაიდენმა ნარკოტესტი ჩაიტარონ.

როგორც პრეზიდენტმა გამოცემა „Washington Examiner“-თან ინტერვიუში განაცხადა, მან ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დემოკრატიული პარტიის ტელედებატების დროს, მოულოდნელი გაუმჯობესება შეამჩნია.

3 ნომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის სამი დებატია დაგეგმილი.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატების ბოლო დებატები 15 მარტს გაიმართა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და ვერმონტის სენატორს ბერნი სანდერსს შორის შედგა.

„მე არ ვიცი, როგორ შეეძლო მას ყოფილიყო ასეთი არაკომპეტენტური დევატების დროს და შემდეგ, მოულოდნელად კარგად წარმდგარიყო ბერნის წინააღმდეგ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები გლადიატორთა ბრძოლას შეადარა.