დონალდ ტრამპი - გახსოვდეთ, ბარაკ ობამა და მძინარე ჯო არიან იმის მიზეზი, რის გამოც თეთრ სახლში ვარ
გახსოვდეთ, ბარაკ ობამა და მძინარე ჯო არიან იმის მიზეზი, რის გამოც მე თეთრ სახლში ვარ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში” დაწერა.
„ობამას ადმინისტრაცია არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და არაკომპეტენტური აშშ-ის ისტორიაში. გახსოვდეთ, ის და მძინარე ჯო არიან იმის მიზეზი, რის გამოც მე თეთრ სახლში ვარ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის განცხადება აშშ-ის ყოფილი ლიდერის ადმინისტრაციასთან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის უთანხმოებას უკავშირდება. დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ სწორედ ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იდგნენ მის მიმართ წაყენებული ბრალდებების უკან.