დონალდ ტრამპი – გახსოვდეთ, ბარაკ ობამა და მძინარე ჯო არიან იმის მიზეზი, რის გამოც თეთრ სახლში ვარ
1209898354
გახსოვდეთ, ბარაკ ობამა და მძინარე ჯო არიან იმის მიზეზი, რის გამოც მე თეთრ სახლში ვარ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში” დაწერა.
„ობამას ადმინისტრაცია არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და არაკომპეტენტური აშშ-ის ისტორიაში. გახსოვდეთ, ის და მძინარე ჯო არიან იმის მიზეზი, რის გამოც მე თეთრ სახლში ვარ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის განცხადება აშშ-ის ყოფილი ლიდერის ადმინისტრაციასთან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის უთანხმოებას უკავშირდება. დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ სწორედ ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იდგნენ მის მიმართ წაყენებული ბრალდებების უკან.
The Obama Administration is turning out to be one of the most corrupt and incompetent in U.S. history. Remember, he and Sleepy Joe are the reasons I am in the White House!!!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) May 17, 2020