დონალდ ტრამპი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ექვს ლიდერთან პირისპირ შეხვედრას გამართავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ექვს ლიდერთან პირისპირ შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი შეხვდება სამხრეთ კორეის ლიდერს, ეგვიპტის, იაპონიის, ისრაელის, საფრანგეთის პირველ პირებსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
ცნობილია, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი დონალდ ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის წერილს გადასცემს.
პირისპირ შეხვედრების პარალელურად, დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე.